Saturday, July 8, 2017

9 დღე

შევამოწმე დავალებები პორტფოლიოს ჩეკილისტის დახმარებით, გავაკეთე  ჩემი ნაშრომის პრეზენტაცია.

ჩემი პორტფოლიო 

Sunday, July 2, 2017

8 დღე

ამ მოდულში გავეცანი, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის პროცესში.

Saturday, July 1, 2017

7 დღე

ამ მოდულში გავეცანი ეფექტურ დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის. გავიღრმავე ცოდნა იმისა თუ, როგორ გამოვიყენო მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და დიფერენცირებული სწავლების სახეები.

Sunday, June 25, 2017

6 დღე

ამ მოდულში გავეცანი თუ როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკები, შემაჯამებელი შეფასების ფორმები. პროექტის პროცესის ხელშეწყობის მიზნით შევქმენი შეფასების ჩარჩო, რომლის მიხედვითაც შეფასდებიან მოსწავლეები.

Saturday, June 24, 2017

5 დღე

რეფლექსია - მნიშვნელოვანი დღე იყო. საინტერესო და ნაყოფიერი. ვისწავლე საკუთარი ნამუშევრების დაცვა და გამოქვეყნება. სხვისი ნამუშევრების გამოყენების წესი.

Sunday, June 11, 2017

4 დღე

 ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოვყოფ კითხვების დასმას, რომელიც დამეხმარება მოსწავლეებს ვუბიძგო ავთენტური კვლევისკენ.

Saturday, June 10, 2017

3 დრე

რეფლექსია
ეს მოდული გამოირჩეოდა მასალის მრავალფეროვნებით, ვისწავლე პროექტის  დაგეგმვა, სასწავლო მიზნების შემუშავება ბლუმის ტაქსონომიის  გამოყენებით და ესგ სტანდარტების ეფექტურად შერჩევა.